ჩაკვეტაძემ „მიდლსბროსთან“ მოიგო

0
23

„უოტფორმა“, სადაც გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის, ინგლისის ჩემპიონშიფის მე-9 ტურში „მიდლსბრო“ მიიღო და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა. საქართველსო ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
სტუმრებიდან 54-ე წუთზე ანგარიში ედმუნდსონმა გახსნა, ხოლო 75-ე წუთზე კაიემბემ საპასუხო ბურთი გაიტანა. 87-ე წუთზე „უოტფორდიდან“ თავი ბაამ გამოიჩინა და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა.
„უოტფორდი“ 16 ქულით 24 გუნდში მეექვსე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი