16-წლმდელებმა თურქული ვოიაჟი უზბეკეთთან გამარჯვებით დაასრულეს

0
15

საქართველოს 16 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, თურქეთის ქალაქ ერზურუმში გამართული საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი, თურქმენეთის 17-წლამდელთა ნაკრებთან გამარჯვებით (0:4) დაასრულა და ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა.
უზბეკეთთან მატჩის მსგავსად, თურქმენეთთან შეხვედრაშიც, ანგარიში თორნიკე კვარაცხელიამ გახსნა, რომელმაც მე-16-ე წუთზე, გიორგი ლაგვილავას გადაცემა ზუსტად გამოიყენა. მეორე გოლი გიორგი გორგაძის ანგარიშზეა, რომელმაც ტურნირზე თავისი მესამე გოლის გატანა შეძლო.
შეხვედრის მიწურულს, თავი ალექსანდრე კუნჭულიამ და ანდრია ჩხაიძემ გამოიჩინეს. ჩხაიძემ, 95-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:4.
სანდრო კობახიძის გუნდი, 2025 წლის შემოდგომაზე გასამართი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის მატჩებისთვის გააგრძელებს მზადებას.
მატჩის ოქმი – თურქმენეთი 0:4 საქართველო

ლაშა თაბაგარი