„გრანადა“, რომელშიც გიორგი წიტაიშვილი გამოდის, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
მე-8 ტურში გრანადელები სტუმრად „მი8რანდესს“ შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს. სტუმრებიდან გამარჯვების გოლი მე-16 წუთზე ვაისმანმა გაიტანა.
„გრანადამ“ მიმდინარე სეზონში მეორე თამაში მოიგო და 10 ქულით 22 გუნდში მე-13 ადგილზეა.
კვიპროსის მე-6 ტურში არადიპოუს “ომონიამ” სტუმრად “ომონია 29 მაისს” 2:1 მოუგო. გამარჯვებულთა კარი საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ შეუცვლელად დაიცვა.
ლაშა თაბაგარი
