ზურიკო დავითაშვილი – ლიგა 1-ში პირველი ქართული ჰეთ-თრიქის ავტორი

0
22

ზურიკო დავითაშვილი პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმსაც საფრანგეთის ლიგა 1-ში ჰეთ-თრიქი შეასრულა.მე-7 ტურში „სენტ-ეტიენმა“ „ოსერი“ მიიღო და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის წყალობით 3:1 გაიმარჯვა.
მე-15 წუთზე მეტოქის საჯარიმოში შეჭრილი დავითაშვილი ერთ ფეხბურთელს გაცდა და ბურთი „ცხრიანში“ მოათავსა – 1:0. 54-ე წუთზე დავითაშვილი სტუმრების საჯარიმოს მისადგომებთან ორ მოწინააღმდეგეს გაუმკლავდა და მეკარისგან მარჯვენა ზედა კუთხეში გაიტანა. ამის შემდეგ, ის მეკარესთან პირისპირ გავიდა და დაარტყა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა.
86-ე წუთზე ქართველმა ლეგიონერმა თანაგუნდელისგან ბურთი საჯარიმოში მიიღო და „ოსერის“ კარი მესამედ აიღო. მის ანგარიშზე სამი გოლი და 2 საგოლე პასია.
“სენტ-ეტიენმა” სეზონში მეორე თამაში მოიგო და 7 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.
დავითაშვილი მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ტოპ 5 ლიგაში ჰეთ-თრიქი შეასრულა. მანამდე, ეს ალექსანდრე იაშვილმა მოახერხა გერმანიის ბუნდესლიგაში 2003 წლის 8 ნოემბერს “ვოლფსბურგთან”.
ლაშა თაბაგარი