„დინამომ“ წყალტუბოში სამი ქულა აიღო

0
17

ავსტრიელი ფერდინად ფელდჰოფერის ხელმძღვანელობით თბილისის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. 28-ე ტურში თბილისელები წყალტუბოში მიხეილ აშვეთიას გაწვრთნილ „სამგურალს“ დაუპრიისპირდნენ და მინიმალური სხვაობით აჯობეს.
მატჩის 29-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შესული ნიკა ნინუა იოლად გაცდა დემურ ჩიხლაძეს და ზუსტი პასი გაუკეთა კარის წინ მდგომ ავსტრიელ დომინიკ რაიტერს, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 0:1.
35-ე წუთზე ჩიხლაძემ დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და ხარიხას მოხვდა ბურთი, რომლისთვის ბრძოლაში განელმა ბენსონ ანანგმა თავის საჯარიმოში „სამგურალის“ ფეხბურთელი წააქცია და მთავარმა მსაჯმა გიორგი ავაზაშვილმა ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა.
85-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა გვატემალელმა ოსკარ სანკტისმა მარჯვენა ფლანგიდან ზუსტი პასი მასპინძლების საჯარიმოში გახსნილ ვასილიოს გორდეზიანს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი კარში გადაგზავნა – 1:2. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და „დინამომ“ 35 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეხუთეა. „სამგურალი“ თავის მოედანზე მიჯრით მეორედ დამარცხდა, ხოლო საერთო ჯამში ბოლო 4 თამაშია არ მოუგია და 31 ქულითმე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი