„იბერიამ“ თელავში მოიგო – შეიკნე სილას „მაკრატელა“

0
5

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონობისთვის მებრძოლმა თბილისის „იბერიამ“ მეოთხე წრე გამარჯვებით დაიწყო. 28-ე ტურში ლევან კორღალიძის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად „თელავს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა.
მატჩის მე-16 წუთზე ოთარ მამაგეიშვილმა ძალიან კარგად გაითამაშა „კედელი“ მალელ შეიკნე სილასთან და მარცხნიდან საჯარიმოში შესულმა შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 0:1.
59-ე წუთზე  მასპინძლების ნახევარზე მყოფმა გიზო მამაგეიშვილმა მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა საჯარიმოში ბურთი, ხოლო იური ტაბატაძის თავით გაკეთებული გადაცემის მერე, შეიკნე სილამ „მაკრატელა“ გაიტანა – 0:2, 62-ე წუთზე თბილისელთა მცველი გიორგი ჯგერენაია ძალიან უხეშად ჩაუვარდა ფეხებში ტატო ჟივიძეს და მთავარმა მსაჯმა ბაკურ ნინუამ პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენა. ჯარიმა ბრაზილიელმა ანდრე მესალაომ შეასრულა, რომლის ჩაწოდებულ ბურთს საჯარიმოში მყოფმ სერბმა დეიან გეორგიევიჩმა თავი შეაგება და ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა.
„იბერია“ 55 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა, ხოლო კვიპროსელი ხარალამბუს ხრისტოდულუს თავკაცობით „თელავმა“ 24 ქულა დააგორვა და მ,ეცხრეა.
თელავი 1:2 იბერია 1999 

ლაშა თაბაგარი