ფანცულაიას მეორე გოლი სეზონში

0
25

გიორგი ფანცულაიამ მიმდინარე სეზონში ყაზახეთის პრემიერლიგაში თავი მეორედ გამოიჩინა. 22-ე ტურში „ჟენისი“ შინ „ტობოლს“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა.
ფანცულაია სასტარტო შემადეგნლობაში იყო და 44-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 1:0 იიგებდა, კარის წინ მიიღო ბურთი, რომლის ბადეში გაგზავნა არ გაჭირვებია. ის 71-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მასპინძლების კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა მცველმა ზურაბ თევზაძემ ორი ტაიმი ითამაშა. სტუმრებში თორნიკე მოსიაშვილმა შეუცვლელად იასპარეზა. „ჟენისი“ 17 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი