კავანიმ „ბოკა ხუნიორსთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა

0
29

ედინსონ კავანიმ ბუენოს-აირესის „ბოკა ხუნიორსთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. არგენტინის ეროვნული ნაკრების ექსფოევარდმა ხელშეკრულება 2026 წლის დეკემბრამდე დადო.
37 წლის ფეხბურთელი „ბოკა ხუნიორსში“ 2023 წელს „ვალენსიადან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 43 მატჩში 20 გოლი გაიტანა.
ის „ვალენსიას“ და „ბოკა ხუნიორსის“ გარდა, კარიერაში „დანუბიოში“, „პალერმოში“, „ნაპოლიში“, პსჟ-ში და „მანჩესტერ იუნაიტედში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი