„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის ლა ლიგაში ისევ ვერ მოიგო. მე-9 ტურში ვალენსიელები სტუმრად „ლეგანესს“ შეხვდნენ და უგოლო ფრეზე გაეყარნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს ბევრი საქმე არ ჰქონია, რაც მასპინძელი ფეხბურთელების დამსახურებაა, რომელთაც კარის ჩარჩოში ბურთი ერთხელ მოახვედრეს და ამ შემთხვევაში ვალენსიელებს ძელი „დაეხმარა“. მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში კარი „სმრალად“ მესამედ შეინახა.
„ვალენსიას“ ზედიზედ სამი ტურია არ მოუგია (2 ფრე და 1 მარცხ) და 6 ქულით 20 გუნდში მე-18 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
