გოჩოლეიშვილმა კონფერენს ლიგა მარცხით დაიწყო

0
19

„კოპენჰაგენმა“, რომელშიც გიორგი გოჩოლეიშვილი გამოდის, კონფერენს ლიგის საერთო ეტაპი მარცხით დაიწყო. დანიელები შინ პოლონეთის „იაგიელონიას“ შეხვდნენ და 1:2 წააგეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
დანიელები ჰციდიაკოსმა დააწინაურა, ხოლო სტუმრებიდან საპასუხო ბურთი 51-ე წუთზე პულულუმ გაიტანა. „იაგიელონიამ“ ძირითადი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-7 წუთზე ჩურლინოვის გატანილი გოლით მოიგო.
ლაშა თაბაგარი