დვალმა ირლანდიაში ვერ მოიგო

0
21

აპოელმა. სადაც ლასა დვალი გამოდის კონფერენს ლიგის საერთო ეტაპზე პირველი მატჩი სტუმრად ირლანდიის „შემროკ როვერსთან“ ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ იგებდა, მხოლოდ ქულა აიღო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი თადარიგში იყო და თამაშში 89-ე წუთზე ლაიფისის ნაცვლად ჩაერთო, რომელმაც კვიპროსელები 56-ე წუთზე დააწინაურა. ირლანდიელებმა ანგარიში მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ვათსის გოლით გაათანაბრეს.
ყაზახეთის პრემიერლიგის 22-ე ტურში “ჟეტისუმ” თავის მოედანზე “ელიმაიმ” 2:0 დაამარცხა. მასპინძლებში ერთი გოლი ქართველმა ნახევარმცველმა თემურ ჩოგაძემ გაიტანა, რომელიც 84-ე წუთზე ორ მეტოქეს “გაუსწორდა” და სტუმართა საჯარიმოსი ხაზიდან ბურთი “ცხრიანში” მოათავსა.
ლაშა თაბაგარი