ოდიშარიამ რიგელებს „გალათასარაისთან“ ქულა ააღებინა

0
19

„რიგასმა“ ევროპა ლიგაში პირველი ქულა ლაშა ოდიშარიას წყალობით აიღო. რიგელები საერთო ეტაპის მე-2 ტურში შინ თურქულ გრანდ „გალათასარაის“ დაუპირისპირდნენ და ფრეს მიაღწიეს.
სტუმრები მე-12 წუთზე დრის მერტენსმა დააწინაურა, ხოლო 38-ე წუთზე აკგუნმა სტამბოლელები კიდევ უფრო წინ გაიყვანა. მე-40 წუთზე იკაუნეიკსმა ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა. 54-ე წუთზე სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ოდიშარიამ თანაგუნდესლი დარტყმის მერე, ძედა ძელიდან ასხლეტილ ბურთს მიწაზე დაუშვებლად ერთი შეხებით დაამატა – 2:2.  ის ძირითადი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე შეცვალეს. მასპინძლების განაცხადში კიდევ ერთი ქართველი ნახევარმცველი ლუკა სილაგაძე იყო, რომელსაც არ უთამაშია.
“ლიონმა” სტუმრად შოტლანდიის “გლაზგო რეინჯერსი” 4:1 დაამარცხა და ფრანგების განაცხადში მყოფი გიორგი მიქაუტაძე არ ათამაშეს.
ლაშა თაბაგარი