კვარაცხელია ტოპ 5 ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

0
49

ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში La Gazzetta dello Sport-ის მიერ შედგენილი ტოპ 5 ლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მეორედ მოხვდა. იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში ნეაპოლელებმა „მონცას“ 2:0 მოუგეს, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა გოლი გაიტანა.
La Gazzetta dello Sport-მა სიმბოლური ნაკრების 4-3-2-1 სქემით შეადგინა და კვარაცხელია მარცხენა გარემარბის პოზიციაზე დააყენა.
ავტორიტეტული იტალიური გამოცემის მიერ შედგენილი სიმბოლური ასე გამოიყურება:
მარცინ ბულკა („ნიცა), ჯეიმს ჯასტინი („ლესტერი“), იბრაჰიმა კონატე („ლივერპული“), ედერ მილიტაო („რეალი“), ტეო ერნანდესი („მილანი“), იენს სტაგე („ვერდერი“), ალექსანდარ პავლოვიჩი („ბაიერნი“), კოულ პალმერი („ჩელსი“), ჯონათან დევიდი („ლილი:“), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“), ანტე ბუდიმირი („ოსასუნა“).
მიმდინარე სეზონში 23 წლის კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 8 მატჩში 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი