მე-3 წრის საუკეთესო ფეხბურთელი ლუკა ხორხელია, მწვრთნელი – სტივ კინი

0
23

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-3 წრის საუკეთესო ფეხბურთელად წყალტუბოს “სამგურალის” თავდამსხმელი ლუკა ხორხელი დაასახელეს, რის შესახებ erovnuliliga.ge იუწყება. 24 წლის თავდამსხმელმა მე-2 წრეში 7 გოლი გაიტანა.
მე-3 წრის საუკეთესო მწვრთნელი შოტლანდიელი სტივ კინი გახდა, რომლის ხელმძღვანელობით ქუთაისის “ტორპედოდან” 9 მატჩიდან 7 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 1 წააგო. “ტორპედო” გათამაშების ლიდერია.
მესამე წრის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
მეკარე: ფილიპ კლიაიჩი (ქუთაისის „ტორპედო“);
მცველები: ცოტნე კაპანაძე („იბერია“), ლუკა ქაფიანიძე (ბათუმის „დინამო“), ნიკა სანდოხაძე (ქუთაისის „ტორპედო“), ლაშა შერგელაშვილი (ქუთაისის „ტორპედო“);
ნახევარმცველები:​ გიზი მამაგეიშვილი („იბერია“), ლუკა ხორხელი (წყალტუბოს „სამგურალი“), ოთო მამაგეიშვილი („იბერია“);
თავდასხმელები:​ ტაირელ ვაუტერი (გორის „დილა“), ბიორნ იონსენი (ქუთაისის „ტორპედო“), გიორგი კოხრეიძე („იბერია“).

ლაშა თაბაგარი