ლობჟანიძის გუნდის წარუმატებელი სერია გაგრძელდა

0
26

„ატლანტა იუნაიტედს“, სადაც საბა ლობჟანიძე გამოდს, MLS-ში ძალიან ცუდი პერიოდი უდგას. ატლანტელებმა ზედიზედ 5 თამაშია მოგების გემო არ იციან – 3 ფრე და 2 მარცხი.
მორიგ ტურში „ატლანტა იუნატედმა“ „მონრეალი“ მიიღო და მინიმალური სხვაობით წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა შეუცვლელად ითამაშა.
სტუმრებიდან ანგარიში 43-ე წუთზე ჯოზეფ მარტინესმა გახსნა, ხოლო პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე რიოსმა ანგარიში გაათანაბრა.76-ე წუთზე მარტინესმა დუბლი შეასრულა და დარჩენილ დროში მეტი არ გასულა.
„ატლანტა იუნაიტედს“ 14 ქულა აქვს და 15-გუნდიან აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი