კაშიას „სლოვანი“ „მანჩესტერ სიტის“ ვერ შეეწინააღმდეგა

0
5

ბრატისლავას „სლოვანმა“, რომელშიც გურამ კაშია გამოდის ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-2 ტურში ტურნირის ერთ-ერთ მთავარი ფავორიტი „მანჩესტერ სიტი“ მიიღო და ოთხი უპასუხო ბურთი გაუშვა.
მანჩესტერელები უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდნენ, რაც დაამტკიცეს კიდეც. პეპ გვარდიოლას გაწვრთნილები ოთხი ბურთის გატანის გარდა, უამრავი საგოლე მომენტი შექმნეს და რამდენჯერმე ბურთი ძელსაც მოახვედრეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა. მან 63-ე წუთზე მოედნიდან უმცროსი ვლადიმირ ვაისის გასვლის შემდეგ, ბრატისლაველთა კაპიტნის სამკლავური გადაიბარა.
„სიტიდან“ მე-6 წუთზე ანგარიში გიუნდოგანმა გახსნა, რომლის დარტყმის შემდეგ ბურთი სლოვაკ მცველს შეეხო. მე-15 წუთზე სტუმართა ლამაზის კომბინაციის შემდეგ, ფილ ფოდენმა საჯარიმოს ხაზიდან ბურთი შორეულ კუთხეში „ჩასვა“. 58-ე წუთზე, ლუისის გადაცემის შემდეგ, ერლინგ ჰოლანდმა სისწრაფეში კაშიას აჯობად ა მეკარესთან პირისპირ გასულმა ანგარიშში სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა. მან ჩემპიონთა ლიგის 41 თამაშში 42 გოლი მიითვალა. 74-ე წუთზე შეხვედრაში წერტილი მაკტიმ დასვა.
ლაშა თაბაგარი