„უოტფორდმა“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის, ინგლისის პრემიერშიფის მე-7 ტურში სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე მყოფმი „სანდერლენდი“ მიიღო და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებიდან ანგარიში 28-ე წუთზე ებოსელემ გახსნა, ხოლო სტუმრებიდან 49-ე წუთზე საპასუხო ბურთი იზიდორმა გაიტანა. 84-ე წუთზე დელე-ბაშირუმ პენალტი ზუსტად შეასრულა და საბოლოოდ თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა.
„უოტფორდს“ ჩემპიონშიფში ზედიზედ სამი მატჩი არ ,მოეგო და „სანდერლენდის“ ძლევის შემდეგ 10 ქულით 24 გუნდში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
