გიორგი ზარიამ ყაზახეთის ლიგის თასის ნახევარფინალში ორი ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა, მაგრამ ალმათის „ქაირათისთვის“ ეს საკმარისი არ არმოჩნდა, რომ თავის მოედანზე „ჟენისი“ დაემარცხებინა, რომელსაც სეზონის დასაწყისში ლევან კორღალიძე წვრთნიდა.
ზარიამ 32-ე წუთზე შორი მანძილიდან “გაისროლა” და ბურთი მეკარისგან მარჯვენა „ცხრიანში“ მოათავსა. ქართველმა ნახევარმცველმა 53-ე წუთზე ასევე შორიდან ჯარიმა დაარტყა და ამჯერად ბურთი მეკარისგან მარცხენა „ცხრიანში“ გაეხვა. ძირითად და დამატებით დროში ანგარიში არ შეცვლილა და გამომდინარე იქიდან, რომ „ჟენისმა“ პირველი თამაში ანალოგიური ანგარიშით მოიგო, პენალტების სერია დაინიშნა. სტუმრებმა თერთმეტმეტირანებში 3:2 გაიმარჯვეს და ფინალში გავიდნენ. ზარიამ თავისი შანსი კვლავ გამოიყენა. „ქაირათის“ განაცხადში მცველი ლუკა გადრანი არ იყო. „ჟენისში“ მცველმა ზურაბ თევზაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო სასტარტოში მყოფმა ფირვარდმა გიორგი ფანცულაიამ მოედანი 87-ე წუთზე დატოვა.
ლაშა თაბაგარი
