„რეალმა“ მბაპეს ტრავმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

0
26

მადრიდის „რეალმა“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე კილიან მბაპეს ტრავმასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ესპანეთის ლა ლიგის მე-7 ტურში „ალავესთან“ (3:2) მატჩის მიწურულს დაშავდა. მან მარცხენა ფეხის ბარძაყის ორთავა კუნთი დაიზიანა.
„რეალის“ სამედიცინო სამსახურის მიერ ჩატარებული ტესტების შემდეგ კილიან მბაპეს მარცხენა ფეხის ბარძაყის ორთავა კუნთის ტრავმა დაუდგინდა. მისი მდგომარეობა გაკონტროლდება“ – იუწყება „რეალის“ პრესსამსახური.
ესპანური მედიის ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელი სამი კვირა ვერ ითამაშებს – ლა ლიგაში „ატლეტიკოსთან“ და „ვილიარეალთან“ მატჩებს გამოტოვებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში – „ლილთან“.
მბაპემ, რომელიც „რეალში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, ყველა ტურნირში ჩატარებულ 9 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი