ხარაიშვილმა აზერბაიჯანს მიაშურა

0
78

გიორგი ხარაიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე იმედის მომცემ მოთამაშედ მიიჩნეოდა, აზერბაიჯანის „სუმგაითში“ გადავიდა.
28 წლის ნახევარმცველის დებიუტი აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-7 ტურში შინ დავით ვოლკოვის „ზირესთან“ შედგა, ხარაიშვილი სასტარტოში არ იყო და თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო. საწყის თერთმეტეულში მყოფი ვოლკოვი 58-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი პაპუნაშვილი „ზირეს“ განაცხადში ვერ მოხვდა. „ზირე“ 12 ქულით 10 გუნდში მეხუთეა, ხოლო „სუმგაითი“ 6 ქულით მეშვიდეა.
ხარაიშვილმა კარიერა თბილისის „საბურთალოში“ დაიწყო, სადაც 4 სეზონი გამოდიოდა. ამის შემდეგ, მან შვედეთის „გიოტებორგს“ მიაშურა, რომელშიც სამი სეზონი დაჰყო, „გიოტებორგის“ მერე ხარაიშვილმა სამი სეზონი უნგრეთის „ფერენცვაროშში“ გაატარა. ამის მერე, ის საქართველოში დაბრუნდა და თბილისის „დინამოში“ გამოდიოდა, ხოლო გასული სეზონის მეორე ნახევარი თურქეთის რანგით მეორე ლიგის „ქოჯაელში“ გაატარა.
ლაშა თაბაგარი