კიტეიშვილის მარცხიანი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაში

0
16

გრაცის “შტურმმა”, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპი მარცხით დაიწყო. ავსტრიული გუნდი პირველ ტურში საფრანგეთის “ბრეტსს” ესტუმრა და მინიმალურუ სხვაობით დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს. მატჩის 23-ე წუთზე აბგარიში მაბეტიმ გახსნა, ხოლო პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე მასპინძელთა ფეხბურთელმა ავტოგოლი მიითვალა. 56-ე წუთზე “ბრესტი” წინ სიმამ გაიყვანა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა.
“გრაცი” მომდევნო შეხვედრას 2 ოქტომბერს თავის მოედანზე ბელგიის “ბრიუგესთან” ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი