საქართველო ნაკრები ფიფას რეიტინგში 66-ეა

0
31

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ფიფა/კოკა-კოლას მიერ გამოქვეყნებულ სექტემბრის თვის რეიტინგში 66-ე ადგილზეა. ფრანგი ვილი სანიოლის გაწვრთნილებმა აგვისტოსთან შედარებით 4 პოზიციით წინ წაიწიეს.
ერთა ლიგის B ლიგის პირველ ჯგუფში საქართველოს მეტოქეებს რაც შეეხება, უკრაინა 24-ეა, ჩეხეთი 46-ე, ხოლო ალბანეთი – 67-ე. შეგახსენებთ, რომ ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 6 ქულით ჯგუფის ლიდერია.
რეიტინგის სათავეში ისევ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი არგენტინაა, მეორე ადგილზე საფრანგეთის, ევრო 2024-ის გამარჯვებული ესპანეთი კი მესამეა.
ლაშა თაბაგარი