დონეცკის „შახტარმა“, სადაც ირაკლი აზაროვი გამოდის ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის პირველი მატჩი სტუმრად „ბოლონიასთან“ ჩაატარა და ქულა აიღო – 0:0.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხება მცველი უკრაინის ჩემპიონის განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. მას მიმდინარე სეზონში დონეცკელთა მთავარი მწვრთნელი პუშიჩი არ წყალობს, რაზეც ის ფაქტი მეტყველებს, რომ აზაროვი უკრაინის ჩემპიონატში მოედანზე მხოლოდ ორჯერ გავიდა.
ლაშა თაბაგარი
