გიორგი წიტაიშვილმა „გრანადაში“ გადასვლის შემდეგ, პირველი საგოლე პასი მიითვალა. სეგუნდა დივიზიონის მე-5 ტურში „გრანადა“ სტუმრად „ელჩეს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, მისი გადაცემის შემდეგ ლოიკ უილიამსმა თავისი გუნდი დააწინაურა. წიტაიშვილი 78-ე წუთზე შეცვალეს. „გრანადა“ 5 ქულით 20 გუნდში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
