შენგელიას ორი საგოლე გადაცემა საბერძნეთში

0
15

ლევან შენგელიამ საბერძნეთის სუპერლიგის მე-4 ტურში ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ოფი-მ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი გამოდის „არისი“ მიიღო და 3:2 დაამარცხა.
57-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ., შენგელიამ ჯარიმის შეასრულების დროს ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა და ლამპროპულოსმა თავით გაიტანა. 62-ე წუთზე შენგელიამ მეტოქის ნახევარზე რეიდი განახორციელა და პასი სალსედოს მისცა, რომელმაც ზუსტად დაარტყა – 3:1. ქართველი ფეხბურთელი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე შეცვალეს. ოფი 7 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი