ჯაბა ჯიღაურმა უზბეკეთის სუპერლიგაში გოლი ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა. მე-18 ტურში „ნასაფი“ გასვლაზე „ნავბახორს“ შეხვდა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის მიერ გატანილი გოლით გაიმარჯვა. 59-ე წუთზე ჯიღაური მეტოქის საჯარიმოში გაიხსნა და თანაგუნდელის პასის შემდეგ თავით გაიტანა. ის ამ ეპიზოდში ძელს შეეჯახა, მაგრამ სერიოზულ ტრავმა გადაურჩა. ჯიღაურმა უზბეკეთის ჩემპიონატში თავი მესამედ გამოიჩინა. ის 82-ე წუთზე შე4ცვალეს. „ნავბახორის“ სასტარტოში მყოფ გიორგი ნიქაბაძე 61-ე წუთზე თომა ტაბატაძემ შეცვალა. „ნასაფი“ 41 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-8 ტურში „კრაკოვიამ“ „პოგონი“ მიიღო და 2:1 სძლია. მასპინძლებმა პირველი გოლი მე-20 წუთზე გუნდის კაპიტან ოთარ კაკაბაძის საგოლე გადაცემის შემდეგ გაიტანეს, რომელმაც მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო. „კრაკოვია“ 16 ქულით 18 გუნდში მეორეა.
აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-6 ტურში „შამახიმ“ „სუმგაითი“ მიიღო და მე-2 წუთზე მასპინძლებში გიორგი ქანთარიამ თავისი სადებიუტო ბურთი შეაგდო, რომელიც შეხვედრაში ერთადერთი აღმოჩნდა.
ყაზახეთის პრემიერლიგაში „თურანმა“ „შახტიორს“ უმასპინძლა და 2:1 სძლია. სტუმრებიდან 68-ე წუთზე გოლი პენალტიდან იმედა აშორტიამ გაიტანა. მან ამ სეზონში ყაზახეთში თავი მესამედ გამოიჩინა. აშორტია 78-ე წუთზე შეცვალეს.
ლაშა თაბაგარი
