ქვილითაიამ ლორიას მოუგო

0
50

კვიპროსის უმაღლესი დივიზიონის მე-3 ტურში „ქართული“ დერბი შედგა – გიორგი ლორიას კაპიტნობით არადიპოუს „ომონიამ“ გიორგი ქვილითაიას ლიმასოლის „არისი“ მიიღო და 0:3 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ორივე ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო. 64-ე წუთზე, როდესაც სტუმრები 1:0 იგებდნენ, მასპინძლების მცველმა თავის საჯარიმოში ორთაბრძოლის დროს ქვილითაია წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. ლიმასოლელთა ქართველმა ფორვარდმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყა და მიმდინარე სეზონში თავისი მეორე გოლი გაიტანა. ის 71-ე წუთზე შეცვალეს. „არისი“ 9 ქულით 14 გუნდში ლიდერია, ხოლო „ომონია“ 1 ქულით ბოლოსწინაა.
სამხრეთ კორეის რანგით მეორე ლიგაში „გიონგნამი“, რომელშიც ბაცანა არაბული გამოდის შინ „ბუჩეონთან“ 1:4 წააგო. ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა და 37-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:3 აგებდა, პენალტი გაიტანა. ამ სეზონში მის ანგარიშზე 9 გოლი და 1 საგოლე პასია. „გიონგნამი“ 25 ქულით 13 გუნდში ბოლოსწინაა.
ლაშა თაბაგარი