გაგნიძის მეორე გოლი რუსეთის პრემიერლიგაში

0
14

ნიკა გაგნიძემ მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში თავისი მეორე გოლი გაიტანა. მე-8 ტურში მოსკოვის „დინამომ“, სადაც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი გამოდის გროზნის „ახმატი“ მიიღო და 4:2 დაამარცხა.
გაგნიძე სათადარიგო შემადგენლობაში იყო და თამაშში მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე ჩაერთო. მოედანზე შესვლიდან 5 წუთში სტუმართა საჯარიმოში გახსნილმა თანაგუნდელისგან ბურთი მიიღო და ერთი შეხებით კარში გადაგზავნა. მან მიმდინარე სეზონში მოსკოველებში 4-ჯერ (ერთხელ სასტარტოში) ითამაშა და თავი 2-ჯერ გამოიჩინა. „დინამო“ 16 ქულით 16 გუნდში მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი