მამარდაშვილი მადრიდში დამარცხდა, მიქაუტაძემ “ლანსთან”ქულა აიღო

0
25

„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის ლა ლიგაში მე-4 თამაში წააგო. მე-5 ტურში რუბენ ბარახას გაწვრთნილი გუნდი სტუმრად მადრიდის „ატლეტიკოს“ შეხვდა და 3 უპასუხო ბურთი გაუშვა, მაგრამ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს წვლილი არცერთში მიუძღვის.
მატჩის მე-20 წუთზე სორლორი მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა, მაგრამ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ ნორვეგიელი ფორვარდის დარტყმული ბურთი მოიგერია. 38-ე წუთზე „ატლეტიკოს“ კონტრშეტევის დროს დე პაულმა საუცხოო გადაცემით მამარდაშვილთან მარტო გალაჰერი დატოვა, რომელმაც თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა – 1:0.
54-ე წუთზე და პაულმა მეტოქის საჯარიმოში სამუელ ლინო მოძებნა, რომელმაც თავით კარგად ვერ დაარტყა, მაგრამ „ვალენსიას“ კარი წინ ანტუან გრიზმანი გაჩნდა და თავისი გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა – 2:0. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე როდრიგო რიკელმემ ბურთიანად მოედნის ცენტრიდან დაიძრა და მარცხენა ფლანგიდან „ვალენსიას“ საჯარიმოში შესულმა პასი ალვარესს გაუკეთა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამ ეპიზოდში მამარდაშვილი შეეცადა ბურთის ჩაჭრას. რომელსაც ხელიც მოახვედრა, მაგრამ თავისი გუნდი მაინც ვერ გადაარჩინა.
მიმდინარე სეზონში „ვალენსიამ“ მხოლოდ ერთი მატჩი დაასრულა ფრედ და 1 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოა.
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-4 ტურში „ლიონი“ „ლანსს“ ესტუმრა და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ. საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო. „ლიონი“ 7 ქულით 18 გუნდში მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი