ბიორნ იონსენი: “კონრეტული მიზანი ქვეყნის ჩემპიონობაა”

0
64

ქუთაისის “ტორპედოს” ნორვეგიელმა თავდამსხმელმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 18 სექტემბერს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე თბილისის “იბერიასთან” პრინციპული მატჩის წინ განაცხადა, რომ საქართველოში ჩემპიონის ტიტულის მოსაგებად ჩამოვიდა.
ბიორნი იონსენი: “მნიშვნელოვანია, როცა ქალაქისა და გულშემატკივრის მხარდაჭერა გაქვს. ჩემთვის აქ ცხოვრება ძალიან კომფორტულია: მაშინაც კი, როცა ოჯახთან ერთად ქალაქში გავდივარ, გულშემატკივრისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. აქ ჩამოსვლა სწორი გადაწყვეტილება იყო.
თუმცა აქ დროის გასატარებლად არ ჩამოვსულვარ. კონკრეტული მიზანი მაქვს, რომლისთვისაც ყველაფერს გავაკეთებ. ახლა მთლიანად მასზე ვარ კონცენტრირებული – ქვეყნის ჩემპიონობა.
შესაძლოა, ზოგჯერ ისე კარგად ვერ ვთამაშობთ, როგორც ყველას გვსურს, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ. სამსახურში ყველა დღე ერთნაირი არ არის – ფეხბურთიც ასეთია. მთავარია, მოტივაცია არ დაკარგო, ჩვენ კი ის ნამდვილად გვაქვს”.
ლაშა თაბაგარი