„იბერიამ“ გელაშვილი და ტეიდი წარადგინა

0
50

თბილისის „იბერიამ“ ახალწვეულები მცველი ივა გელაშვილი და ნახევარმცველი ბენჟამინ ტეიდი წარადგინა.
23 წლის გელაშვილი „იბერიაში“ 2023 წელსაც თამაშობდა და 15 მატჩი ჩაატარა. მანამდე, ის ბოლნისის „სიონში“ გამოდიოდა. გასული სეზონი გელაშვილმა იტალიის სერია B-ს „სპეციაში“ გაატარა, სადაც 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
30 წლის ნიგერიელი ტეიდი 2019-2013 წლებში ბათუმის „დინამოში“ გამოდიოდა, ხოლო მიმდინარე სეზონში ქუვეითის „კაზმაში“ ირიცხებოდა. მანამდე, იგი „გაგრაში“, „გურიაში“, „ალგეთში“, „იმერეთში“, მარტვილის „მერანში“ და ლატვიის „ლიეპაიაში“ ასპარეზობდა.
ლაშა თაბაგარი