ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამხმელის რივალდოს თქმით, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ძალიან ცუდ ფეხბურთს თამაშობს.
„ბრაზილია ძალიან ცუდ ფეხბურთს თამაშობს. ეროვნულ ნაკრებს რთული პერიოდი აქვს. ეს საწყენია და ხალხი აღშფოთებულია. წაგება პარაგვაისთან, რომელიც ბრაზილიის ნაკრებს ძალიან ჩამორჩება გულდასაწყვეტია. პარაგვაიმ ბრაზილიის მიმდინარე შესარჩევში გატანილი მხოლოდ მეორე გოლით დაამარცხა. ფეხბურთელაბმა ეს წაგება უნდა დაივიწყონ და ახლა მხოლოდ ჩილესთან მომავალ მატჩზე უნდა იფიქრონ. ჩილესთან წაგება ბრაზილიისთვის ვითარებას საგრძნობლად გაართულებს“ – იუწყება ბრაზილიასთან ერთად მსოფლიო 2002 წლის ჩემპიონატის მომგები რივალდოს ნათქვამს გამოცემა AS.
ამჟამად, დორივალ ჟუნიორის გაწვრთნილი გუნდი 10 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





