ჩაკვეტაძის საგოლე პასი და ტრავმა

0
43

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ერთა ლიგაში ჩატარებული წარმატებული მატჩების შემდეგ, „უოტფორდში“ დაბრუნებულმა გიორგი ჩაკვეტაძემ საგოლე პასი მიითვალა.
ინგლისის ჩემპიონშიფის მე-5 ტურში „უოტფორდი“ შინ „ქოვენთრის“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. სტუმრები მე-4 წუთზე სიმსმა დააწინაურა. სასტარტო შემადგენლობაში მყოფი ჩაკვეტაძემ 67-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე ერთ მეტოქეს გაცდა და საჯარიმოში შესულმა ზუსტი გადაცემა დეკე-ბაშირუს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა – 1:1. ქართველი შემტევი ნახევარმცველი მე-80 წუთზე შეცვალეს, რადგან წელის ტკივილმა შეაწუხა და მატჩი გაჩერდა, ხოლო შემდეგ მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. გულშემატკივრებმა ქართველი ტაშით გააცილეს. მსაჯის საფინალო სასტვენამდე ანგარიში არ შეცვლილა.  ჩაკვეტაძემ ამ სეზონში „უოტფორდში“ 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
„უოტფორდმა“ ზედიზედ ორი თამაში ვერ მოიგო და 9 ქულით 24 გუნდში მე-5 ადგილზეა.
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-5 ტურში “ლევანტემ” თავის მოედანზე “ელდენსე” 3:1 დაამარცხა. ცვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ამჯერად სასტარტოში არ იყო და თამაშში 69-ე წუთზე ჩაერთო. “ლევანტე” 11 ქულით 22 გუნდში პირველ ადგილზეა.
დანიის სუპერლიგის მე-8 ტურში “კოპენჰაგენმა” სტუმრად “მიდტიულანდთან” 1:2 წააგო. გიორგი ქოჩორაშვილი კოპენჰაგენელთა სასტარტოში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს.
ლაშა თაბაგარი