ზივზივაძემ “შალკეს” მარტო მოუგო

0
62

ბუზუ ზივზივაძემ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მორიგი მატჩი ჩაატარა მაღალ დონეზე. მე-5 ტურში :კარლსრუემ” გელზენკირხენის “შალკე” მიიღო და საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის დუბლით დაამარცხა.
ზივზივაძემ სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე მეკარის მოგერიებულ ბურთს ახლო მანძილიდან დაამატა – 1:0. 73-ე წუთზე ზივზივაძემ სტუმართა ნახევარზე ოთხ ფეხბურთელში მარტო იბრძოლა, ხოლო მერე რაც ბურთს დაეუფლა, საჯარიმოში ფინტით მცველი ჩამოიცილა და ზუსტად დაარტყა – 2:0. ის 78-ე წუთზე შეცვალეს, დარჩენილ დროში კი მეტი გოლი არ გასულა. ზივზივაძე 6 გოლით ამჟამად მე-2 ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირებში ლიდერობს.
“კარლსრუე” 13 ქულით 18 გუნდში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი