არაბიძემ უშუალო კონკურენტთან მოიგო

0
59

„ულსანმა“, რომელშიც  გიორგი არაბიძე გამოდის, სამხრეთ კორეის უმაღლესი დივიზიონის 30-ე ტურში შინ უშუალო კონკურენტი „განგვონი“ ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა.
ქართველი გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებმა ანგარიში მე-15 წუთზე გახსნეს, ხოლო ოთხ წუთში მეორე გოლი გაიტანეს. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და „ულსანი“ 54 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მეორე ადგილზეა.
ჩინეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში „შანდუნი“, რომლის ღირსებას ვაკო ყაზაიშვილი იცავს, შინ „ქინგდაოსთან“ 0;1 დამარცხდა. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. „შანდუნი“ 37 ქულით 16 გუნდში მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი