“სებტ-ეტიენბმა: საფრანგეთის ლიგა 1-ში დაბრუნების შემდეგ, მიმდინარე სეზონში პირველი თამაში მოიგო და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
მე-4 ტურში “სენტ-ეტიენმა” “ლილი” მიიღო და მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. მე-6 წუთზე თანაგუნდელის პასის შემდეგ, დავითშვილმა ერთი შეხებით ბურთი თავს ზემოთ სტუმართა მცველს გადაუგდო და საჯარიმოში შესულმა ზუსტი გადაცემა კაფაროს გაუკეთა, რომელმაც “ცხრინში” ზუსტად დაარტყა.
ზაფხულში “სენტ-ეტიენში” გადასვლის შემდეგ, დავითაშვილმა 4 შეხვედრაში პირვლი საგოლე გადაცემა მიითვალა. ხოლო მისი გუნდი 3 ქულით მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
