ირლანდიელმა მეკარე კუივინ კელეჰერმა გამოცემა The Guardian-თან „ლივერპულში“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე ისაუბრა.
კუივინ კელეჰერი: „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველას ვაგრძნობინე, რომ პირველ ნომრად ყოფნა და ყოველ კვირა თამაში მსურს. კლუბმა სხვა მეკარის ყიდვა გადაწყვიტა. გვერდიდან ისე ჩანს, რომ კლუბის ხელმძღვანელებმა სხვა მიმართულებით წასვლა გადაწყვიტეს. ჩემი ამბიცია ყოველთვის ნათელი იყო. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს 100 პროცენტით ჩემი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ყველაფერი ჩემზე არაა დამოკიდებული“.
-გასულ ზაფხულში „ლივერპულიდან“ წასვლასთან რამდენად ახლოს იყავი?
-ჩემი მისია იყო, რომ მეთამაშა და პირველი ნომერი ვყოფილიყავი.
გასულ სეზონში კელეჰერმა „ლივერპულში“ ყველა ტურნირში 26 მატჩი ჩაატარა,რ ოდესაც ტრავმირებულ ალისონს ცვლიდა.
ლაშა თაბაგარი





