საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელის კილიან მბაპეს თქმით, არ აინტერესებს ხალხის მის შესახებ რას ფიქრობს.
„ჩემი ცხოვრების და კარეირის იმ ეტაპზე ვარ, რომ უკვე ამას ყურადღებას არ ვაქცევ. მივდივარ, ვთამაშობ და მთელი ძალით ვცდილობ გუნდს დავეხმარო. ხალხი რას ფიქრობს ყველაზე ნაკლებად მაღელვებს“ – იუწყება მბაპეს ნათქვამს ესპანური გამოცემა Marca.
ცოტა ხნის წინ, ფრანგმა ჟურნალისტმა დანიელ რიოლომ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი გააკრიტიკა. მისი აზრით, მბაპე სათანადოდ არ აფასებს ეროვნული გუნდის ქომაგებს და მის ირგვლივ ხალხს, რადგან ფეხბურთელისთვის მათი აზრი სულერთია.
ლაშა თაბაგარი
