ტურინის „იუვენტუსმა“ ფილიპ კოსტიჩი „ფენერბაჰჩეში“ გაანათხოვრა, რის შესახებ თურქული კლუბის პრესსამსახური იუწყება. სერბეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა საიჯარო ხელშეკრულბა 2024-2025 წლების სეზონის ბოლომდე გააცორმა.
კოსტიჩი „იუვენტუსში“ 2022 წლის ზაფხულიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 87 მატჩში 3 გოლი გაიტანა, პლუს 15 საგოლე პასი გააკეთა.
მანამდე ის სერბულ „რადნიჩკიში“, ნიდერლანდურ „გრონინგენში“, გერმანულ „შტუტგარტში“, „ჰამბურგში“ და „აინტრახტში“ თამაშობდა.
ლაშა თაბაგარი
