“თელავმა” სერბი თავდამსხმელი დაიმატა

0
67

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე “თელავმა” სერბი თავდამსხმელი დეიან გეორგიევიჩი დაიმატა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“საფეხბურთო კლუბ “თელავის” ღირსებას 30 წლის სერბი თავდამსხმელი, დეიან გეორგიევიჩი დაიცავს.  დაიბადა: 19.01.1994; ამპლუა: თავდამსხმელი; ბოლო კლუბი: ოფკ ბელგრადი (სერბეთი).
ზემუნის”, “ვოზდოვაცის”, “პარტიზანის”, “ფერენცვაროშის” და კიდევ არაერთი კლუბის ფორვარდი ბოლოს, სერბეთის პირველი ლიგის ბელგრადის ოფკ-ს ღირსებას იცავდა, მასთან ერთად მოიგო ჩემპიონატი და 17 გატანილი ბურთით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა, კარიერის განმავლობაში კი სულ 267 მატჩი აქვს ჩატარებული და 70 გოლი შეგდებული – არის 2017/2018 წლების სეზონის უნგრეთის ვიცეჩემპიონი “ფერენცვაროშის” შემადგენლობაში და 2018/2019 წლების სეზონის სერბეთის თასის მფლობელი ბელგრადის “პარტიზანის” შემადგენლობაში”.
ლაშა თაბაგარი