მემფის დეპაი კარიერას ბრაზილიის „კორინთიანსში“ გააგრძელებს, რის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიცო რომანო იუწყება.
ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ბრაზილიურ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდცე გააფორმა.
გასულ სეზონში 30 წლის თავდამსხმელი მადრიდის „ატლეტიკოში“ გამოდიოდა, სადაც ყველა ტურნირში 31 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.
„ატლეტიკომდე“ დეპაი პსვ-ში, „მანჩესტერ იუნაიტედში“, „ლიონში“ და „ბარსელონაში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი





