რამაზ სვანაძე: “სწორედ ეს მიხარია”

0
19

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ რამაზ სვანაძეს უხარია, რომ ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის C ჯგუფში შინ მოლდოვა 3:0 შემტევი და კომბინაციური ფეხბურთით დაამარცხეს.
რამაზ სვანაძე: “მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ. ამიტომ მოლდოვასთან მოგება ჩვენთვის ფასეული იყო. უპირველესად, სწორედ ეს მიხარია. ამას ისიც ემატება, რომ თამაშის დიდი ნაწილი შეტევებში გავატარეთ, კომბინაციური ფეხბურთი ვაჩვენეთ და ძალიან ლამაზი გოლები გავიტანეთ. ეს ყველაფერი მიხარია.
რაც შეეხება ნიდერლანდებთან მეორე თამაშს, ვიცით, რომ რთული მატჩი გველოდება. მაგრამ ბიჭებს ვესაუბრე და ვფიქრობ, რომ ამ მატჩისთვის მზად ვართ. ვფიქრობ, შანსი გვექნება და ვეცდებით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ.
რაც შეეხება მომავლის იმედს, სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, შემდეგ ეტაპზე გასვლის ძალიან კარგი შესაძლებლობა გვაქვს. ყველაზე მთავარი რაცაა, ჩვენ თავიდანვე მიზნად გვქონდა, რომ შესარჩევი ციკლის ბოლომდე ბრძოლაში ვყოფილიყავით. ჯერჯერობით ეს ყველაფერი სრულდება, მაგრამ ეს უკვე გუშინდელი დღეა. ჩვენ კი ყოველთვის წინ ვიყურებით და ამიტომ ნიდერლანდებთან თამაშს იმედით ველოდებით.
მადლობა გულშემატკივარს, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს. მატჩამდეც აღვნიშნე, რომ მათ თანადგომას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, რომლებიც დიდ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამენ და და წნეხის ქვეშ თამაშს ეჩვევიან. დარწმუნებული ვარ, შემდეგ თამაშებში კიდევ მეტი გულშემატკივარი გვეყოლება”.
საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამე თამაშში გაიმარჯვა და ჯგუფში 16 ქულით მეორე ადგილზეა. ჩვენმა გუნდმს 7 თამაშიდან 5 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა, ხოლო ერთადერთი მარცხი ჯგუფის ლიდერ ნიდერლანდებთან განიცადა. ქართველმა ახალგაზრდებმა განვლილი 7 მატჩიდან ექვსში გოლი არ გაუშვეს. 9 სექტემბერს სვანაძის გუნდი ვენლოში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. ჯგუფში მე-2 ადგილზე 10 ქულით შეედეთია, რომელმაც ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარა. 9 ჯგუფის გამარჯვებული მომავალ წელს სლოვაკეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირ გადის, ხოლო მათ 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი ემატებათ. დანარჩენი 6 მეორეადგილოსანი პლეი-ოფს ითამაშებს და გამარჯვებულები ფინალური ეტაპის საგზურის მოიპოვებენ. ამ 15 გუნდს მასპინძელი სლოვაკეთი დაემატება.
ლაშა თაბაგარი