ახალგაზრდულმა მოლდოვას დამაჯერებლად მოუგო

0
30

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის C ჯგუფის მე-7 ტურში ბათუმში მოლდოვას დაუპირისპირდა და 3 ქულა აიღო. რამაზ სვანაძის გაწვრთნილები ორი ტაიმის განმავლობაში დიდ უპირატესონას ფლობდნენ, რაც ანგარიშში ასახეს. |
მატჩის მე-7 წუთზე გიორგი კვერნაძე ერთ მცველს იოლად გაცდა და საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ოდნავ მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია.
მე-14 წუთზე ლაშა ოდიშარიამ მეტოქის საჯარიმოსთან „კედელი“ ნოდარ ლომინაძესთან გაითამაშა და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც გიზო მამაგეიშვილმა სამ მცველს დაასწრო, რასაც თავით ზუსტი დარტყმა მიაყოლა – 1:0. მან 21-წლამდელებში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
ანგარიშის გახსნიდან ცოტა ხანში, სტუმართა ნახევარზე მყოფმა ცოტნე ზურაბიანმა პასი გიზო მამაგეიშვილს გაუკეთა, რომელმაც შეუჩერებლად დაარტყა და ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა. 25-ე წუთზე კვერნაძის პასის მერე ისევ მამაგეიშვილი დაემუქრა მეტოქის კარს, მაგრამ ბურთი მიზანს აცდა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ოთხ წუთში მოლდოველთა საჯარიმოსთან ახლოს მყოფმა ოდიშარიამ ბურთი კარის შორეულ ძელთან ჩაჰკიდა, სადაც კვერნაძემ მცველის შეცდომით ისარგებლა და ბურთი როგორც იტყვიან კარში „შეიტანა“ – 2:0.
56-ე წუთზე ლომინაძე მეტოქესთან ორთაბრძოლაში დაეცა და მხარი დაიზიანა, რის გამო შეცვლა მოითხოვა. მის ნაცვლად მოედანზე ოთარ მამაგეიშვილი გავიდა.
58-ე წუთზე კვერნაძემ ბურთი მოლდოველთა ნახევვარზე მიიღო და მარჯვენა ფრთიდან პასი საპირისპირო მხარეს საჯარიმოში გიორგი აბუაშვილს მისცა, რომლის „მოჭრილი“ დარტყმული კარს მცირე მანძილით აცდა.
71-ე წუთზე ზურაბიანმა ბურთი კარგად გააყოლა მოლდოველთა საჯარიმოში მარჯვნიდან შესულ ოდიშარიას, რომლის ზუსტი პასის შემდეგ აბუაშვილმა თავით გაიტანა – 3:0.
შეხვედრის მიწურულს მოწინააღმდეგის საჯარიმოში ოდნაც შიგნით მყოფმა აბუაშვილმა ძლიერად დაარტყა და მოლდოველთა მეკარემ ნახტომში თავისი გუნდი კიდევ ერთი გოლის გაშვებას გადაარჩინა.
საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამე თამაშში გაიმარჯვა და ჯგუფში 16 ქულით მეორე ადგილზეა. ჩვენმა გუნდმს 7 თამაშიდან 5 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა, ხოლო ერთადერთი მარცხი ჯგუფის ლიდერ ნიდერლანდებთან განიცადა. ქართველმა ახალგაზრდებმა განვლილი 7 მატჩიდან ექვსში გოლი არ გაუშვეს, მიმდინარე შესარჩევში კი ერთ თამაშში 3 გოლი პირველად გაიტანაეს. 9 სექტემბერს სვანაძის შეგირდები ქალაქ ვენლოში სწორედ ნიდერლანდებს დაუპირისპირდებიან.
საქართველო – მოლდოვა 3:0 (1:0)
5 სექტემბერი. ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“.
საქართველო:
ხარატიშვილი, ზურაბიანი, საზონოვი, ხვადაგიანი (კ), მამაცაშვილი, ლომინაძე (ოთარ მამაგეიშვილი, 57),  გაგნიძე (ოსიყმაშვილი, 77), გიზო მამაგეიშვილი (ეგოიანი, 77), ოდიშარია (რუხაძე, 85), გორდეზიანი (გიორგი აბუაშვილი, 57), კვერნაძე.
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე.
მოლდოვა: სმალენეა, კალესტრუ (ბიტკა, 71), იოვუ, საკა, ბორსი (კ), ბულმაგა (პასკალუცე, 65), რეილეანუ, დიჟინარი,  ბუტუსელი, ლუპანი (ბოტნარი, 46), ლუპასკუ (ჩემაშუ, 65).
მთავარი მწვრთნელი: სტეფან სტოიკა.
გოლები:
1:0 გიზო მამაგეიშვილი (14), 2:0 კვერნაძე (49), 3:0 აბუაშვილი (72).
გაფრთხილება:
ლომინაძე (6), ხვადაგიანი (29), იოვე (54)
მთავარი მსაჯი: რადოსლავ გიდზენოვი.
ლაშა თაბაგარი