გიორგი აბუაშვილი: “გუნდმა მაღალი ხარისხის თამაში აჩვენა”

0
29

გიორგი აბუაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის C ჯგუფში ბათუმში მოლდოვასთან 3:0 მოგებულ მატჩში მაღალ დონეზე ითამაშა.
გიორგი აბუაშვილი: “ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ ძალიან კარგ გუნდთან. ორმაგად სასიხარულოა ის, რომ გუნდმა მაღალი ხარისხის თამაშის აჩვენა, რაც დიდი შრომის შედეგია.
ნაკრებში ჩემი პირველი ოფიციალური გოლი გავიტანე. ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა, რომ შემდგომში სულ უფრო მეტი და მეტი გავაკეთო.
რაც შეეხება მომდევნო მატჩს, ნიდერლანდებთანაც ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. ამიტომ, მოლდოვასთან მოგება უნდა დავივიწყოთ და ნიდერლანდებთანაც გამარჯვებისთვის გავიდეთ მოედანზე.
მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც 90 წუთის განმავლობაში არ გაჩერებულან. ვეცდებით, მათი გულები მომავალშიც გავახაროთ”.
ლაშა თაბაგარი