კრიშტიანუ რონალდუს 900

0
28

კრიშტიანუ რონალდუმ თავის კარიერაში როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე 900 გოლი გაიტანა.
ერთა ლიგის A ლიგის პირველ ჯგუფში პორტუგალიამ შინ ხორვატია 2:1 დაამარცხა, ხოლო 34-ე წუთზე რონალდუს დარტყმის შემდეგ ანგარიში 2;0 გახდა.
რონალდუმ ეროვნულ გუნდში მეტოქეთა კარი 131-ჯერ აიღო, მადრიდის „რეალში“ – 450-ჯერ, „მანჩესტერ იუნაიტედში“ – 145-ჯერ, ტურინის „იუვენტუსში“ – 101-ჯერ, „ალ-ნასრში“ – 69-ჯერ, ხოლო ლისაბონის „სპორტინგში“ – 5-ჯერ.
მან ნაკრებში 2013 თამაში ჩაატარა, ხოლო საკლუბო დონეზე – 1025.
ლაშა თაბაგარი