მათე ვაწაძე თბილისის “დინამოში” ითამაშებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების 35 წლის ექსფოპრვარდმა კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლომდე გააფორმა. მანამდე, ვაწაძე “დინამოში” 2005-2011 და 2018-2019 წლებში გამოდიოდა.
მან “დინამოში” ჩატარებულ 73 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა. ვაწაძმ მიმდინარე სეზონი “გაგრაში” დაიწყო. ის კარეირის განმავლობაში ასევე გორის “დილაში”, თბილისის “დინამოში”, ბათუმის “დინამოში”, დანიის “ვიბორგში” და “სილკებორგში”, რუსეთის “ვოლგაში”, ლატვიის “ლიეპაიაში”, უზბეკეთის “ყიზილყუმში” და “ოლმალიქში” გამოდიოდა.
ვაწაძემ საქართველოს ეროვნულ გუნდში 15-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი





