ურუგვაელმა ლეგენდამ სანაკრებო კარიერა დაასრულა

0
21

ლუის სუარესმა ურუგვაის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში კარიერა დაასრულა. 37 წლის თავდამსხმელი ბოლო მატჩს მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 6 სექტემბერს პარაგვაისთან ჩაატარებს.
ის თავისი ქვეყნის გუნდის ღირსებას 2007 წლიდან იცავდა და 142 მატჩში 69 გოლი გაიტანა, სუარესი ურუგვაელთა ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია, ხოლო ჩატარებული თამაშების რაოდენობით მხოლოდ დიეგო გოდინს (159) ჩამორჩება.
სუარესმა ურუგვაის ნაკრებთან ერთად მსოფლიო 2010 წლის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიგო, ხოლო 2011 წელს კოპა ამერიკაზე გაიმარჯვა, სადაც 2024 წელს ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. ამჟამად, იგი „ინტერ მაიამიში“ ლიონელ მესისთან ერთად გამოდის.
ლაშა თაბაგარი