ჩემპიონთა ლიგაში კენჭი იყარა – ახალ სეზონში შეცვლილი ფორმატით

0
66

საფრანგეთის ქალაქ მონაკოში ჩემპიონთა ლიგის 2024-2025 წლების სეზონის საერთო ეტაპის კენჭისყრა ჩატარდა, რომელშიც უეფას მიერ სპეციალური პრიზებით დაჯილდოვებული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფო ნი და პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ მონაწილეობდმემ. ახალ სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო საკლუბო ტურნირში 36 გუნდი ითამაშებს და გათამაშების ფორმატიც შეიცვალა. 
36 გუნდს ერთიანი სატურნირო ცხრილი ექნება, თუმცა ყველა ერთმანეთს არ შეხვდება. იქნება სულ რვა ტური, თითოეულ გუნდს მოუწევს 8 მეტოქესთან თამაში, საიდანაც 4 შეხვედრას შინ გამართავს, ოთხსაც სტუმრად. თუ მანამდე ჯგუფში გუნდები ერთმანეთს შინ და სტუმრად ხვდებოდნენ, ამჯერად ასეთ რამ არ იქნება. მაგალითად, “მანჩესტერ სიტი” შესაძლოა “ინტერს” თავის მოედანზე შეხვდეს, მაგრამ სტუმრად არა, ხოლო პსჟ-ს სტუმრად დაუპირისპირდეს და შინ – არა).
8 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 8 საუკეთესო გუნდი პირდაპირ მოიპოვებს მერვედფინალის საგზურს, ხოლო 25-დან 36-ე ადგილზე გასული გუნდები, არათუ ჩემპიონთა ლიგას, არამედ, ევროტურნირებს დაემშვიდობებიან და ევროპა ლიგაზეც ვერ გადავლენ.
მე-9-დან 24-ე ადგილზე გასული გუნდები პლეი-ოფში გავლენ, სადაც ორრაუნდიან შეხვედრაში იბრძოლებენ მერვედფინალის საგზურისთვის. მე-9-დან მე-16 ადგილზე გასული გუნდები წილისყრისას განთესილები იქნებიან (ხოლო დანარჩენები განუთესავები), რის გამოც პლეი-ოფის ორრაუნდიან ბრძოლაში პირველ მატჩს შინ ჩაატარებენ. მერდვეფინალური ეტაპიდან შეჯიბრი უკვე ჩვეულებრივ, ძველი სისტემით გაგრძელდება.
ჩემპიონთა ლიგაზე სამი ქართველი ფეხბურთელის კლუბი ითამაშებს: ირაკლი აზაროვის „შახტარი“, ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ და გურამ კაშიას “სლოვანი”.
კომპიუტერის მიერ ჩატარებული კენჭისყრის შედეგი ასეთია:
„მანჩესტერ სიტის“ მეტოქეები
„ინტერი“ (სახლში), პსჟ (სტუმრად), „ბრიუგე“ (სახლში), „იუვენტუსი“ (სტუმრად), „ფეიენოორდი“ (სახლში), „სპორტინგი“ (სტუმრად), „სპარტა“ (სახლში), „სლოვანი“ (სტუმრად).„რეალის“ მეტოქეები
„დორტმუნდი“ (სახლში), „ლივერპული“ (სტუმრად), „მილანი“ (სახლში), „ატალანტა“ (სტუმრად), „ზალცბურგი“ (სახლში), „ლილი“ (სტუმრად), „შტუტგარტი“ (სახლში), „ბრესტი“ (სტუმრად).
„ბაიერნის“ მეტოქეები
პსჟ (სახლში), „ბარსელონა“ (სტუმრად), „ბენფიკა“ (სახლში), „შახტარი“ (სტუმრად), „დინამო” (ზაგრები) (სახლში), „ფეიენოორდი“ (სტუმრად), „სლოვანი“ (სახლში), „ასტონ ვილა“ (სტუმრად).
„ლივერპულის“ მეტოქეები
„რეალი“ (სახლში), „ლაიფციგი“ (სტუმრად), „ბაიერი“ (სახლში), „მილანი“ (სტუმრად), „ლილი“ (სახლში), პსვ (სტუმრად), „ბოლონია“ (სახლში), „ჟირონა“ (სტუმრად).
„ინტერის“ მეტოქეები
„ლაიფციგი“ (სახლში), „მანჩესტერ სიტი“ (სტუმრად), „არსენალი“ (სახლში), „ბაიერი“ (სტუმრად), „ცრვენა ზვეზდა“ (სახლში), „იანგ ბოიზი“ (სტუმრად), „მონაკო“ (სახლში), „სპარტა“ (სტუმრად).
“ბორუსიას” (დორტმუნდი) მეტოქეები
„ბარსელონა“ (სახლში), „რეალი“ (სტუმრად), „შახტარი“ (სახლში), „ბრიუგე“ (სტუმრად), „სელტიკი“ (სახლში), „დინამო” (ზაგრები) (სტუმრად), „შტურმი“ (სახლში), „ბოლონია“ (სტუმრად).
„ლაიფციგის“ მეტოქეები
„ლივერპული“ (სახლში), „ინტერი“ (სტუმრად), „იუვენტუსი“ (სახლში), „ატლეტიკო“ (სტუმრად), „სპორტინგი“ (სახლში), „სელტიკი“ (სტუმრად), „ასტონ ვილა“ (სახლში), „შტურმი“ (სტუმრად).
„ბარსელონას“ მეტოქეები
„ბაიერნი“ (სახლში), „ბორუსია“ (სტუმრად), „ატალანტა“ (სახლში), „ბენფიკა“ (სტუმრად), „იანგ ბოიზი“ (სახლში), „ცრვენა ზვეზდა“ (სტუმრად), „ბრესტი“ (სახლში), „მონაკო“ (სტუმრად).
„ბაიერის“ (ლევერკუზენი) მეტოქეები
„ინტერი“ (სახლში), „ლივერპული“ (სტუმრად), „მილანი“ (სახლში), „ატლეტიკო“ (სტუმრად), „ზალცბურგი“ (სახლში), „ფეიენოორდი“ (სტუმრად), „სპარტა“ (სახლში), „ბრესტი“ (სტუმრად).„ატლეტიკოს“ მეტოქეები
„ლაიფციგი“ (სახლში), პსჟ (სტუმრად), „ბაიერი“ (სახლში), „ბენფიკა“ (სტუმრად), „ლილი“ (სახლში), „ზალცბურგი“ (სტუმრად), „სლოვანი“ (სახლში), „სპარტა“ (სტუმრად)
„ატალანტას“ მეტოქეები
„რეალი“ (სახლში), „ბარსელონა“ (სტუმრად), „არსენალი“ (სახლში), „შახტარი“ (სტუმრად), „სელტიკი“ (სახლში), „იანგ ბოიზი“ (სტუმრად), „შტურმი“ (სახლში), „შტუტგარტი“ (სტუმრად).„იუვენტუსის“ მეტოქეები
„მანჩესტერ სიტი“ (სახლში), „ლაიფციგი“ (სტუმრად), „ბენფიკა“ (სახლში), „ბრიუგე“ (სტუმრად), პსვ (სახლში), „ლილი“ (სტუმრად), „შტუტგარტი“ (სახლში), „ასტონ ვილა“ (სტუმრად).
„ბენფიკას“ მეტოქეები
„ბარსელონა“ (სახლში), „ბაიერნი“ (სტუმრად), „ატლეტიკო“ (სახლში), „იუვენტუსი“ (სტუმრად), „ფეიენოორდი“ (სახლში), „ცრვენა ზვეზდა“ (სტუმრად), „ბოლონია“ (სახლში), „მონაკო“ (სტუმრად).
„არსენალის“ მეტოქეები
პსჟ (სახლში), „ინტერი“ (სტუმრად), „შახტარი“ (სახლში), „ატალანტა“ (სტუმრად), „დინამო” (ზაგრები) (სახლში), „სპორტინგი“ (სტუმრად), „მონაკო“ (სახლში), „ჟირონა“ (სტუმრად).„ბრიუგეს“ მეტოქეები
„დორტმუნდი“ (სახლში), „მანჩესტერ სიტი“ (სტუმრად), „იუვენტუსი“ (სახლში), „მილანი“ (სტუმრად), „სპორტინგი“ (სახლში), „სელტიკი“ (სტუმრად), „ასტონ ვილა“ (სახლში), „შტურმი“ (სტუმრად).
„შახტარის“ მეტოქეები
„ბაიერნი“ (სახლში), „დორტმუნდი“ (სტუმრად), „ატალანტა“ (სახლში), „არსენალი“ (სტუმრად), „იანგ ბოიზი“ (სახლში), პსვ (სტუმრად), „ბრესტი“ (სახლში), „ბოლონია“ (სტუმრად).
„მილანის“ მეტოქეები
„ლივერპული“ (სახლში), „რეალი“ (სტუმრად), „ბრიუგე“ (სახლში), „ლევერკუზენი“ (სტუმრად), „ცრვენა ზვეზდა“ (სახლში), „დინამო ზაგრები“ (სტუმრად), „ჟირონა“ (სახლში), „სლოვანი“ (სტუმრად).
ჩემპიონთა ლიგის 2024-2025 წლების სეზონის გრაფიკი
I ტური
17-18-19 სექტემბერი
II ტური
1-2 ოქტომბერი
III ტური
22-23 ოქტომბერი
IV ტური
5-6 ნოემბერი
V ტური
26-27 ნოემბერი
VI ტური
10-11 დეკემბერი
VII ტური
21-22 იანვარი
VIII ტური
29 იანვარი
პლეი-ოფის ფაზა
11-12 და 18-19 თებერვალი
1/8-ფინალი
4-5 და 11-12 მარტი
1/4-ფინალი
8-9 და 15-16 აპრილი
1/2-ფინალი
29-30 აპრილი და 6-7 მაისი
ფინალი
31 მაისი (მიუნხენი, ალიანს არენა)
ლაშა თაბაგარი