“იბერიამ” “დინამოს” საქმე პირველ ტაიმში დაუმთავრა

0
58

ლევან კორღალიძის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, თბილისის “იბერიამ” ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. 22-ე ტურში დედაქალაქურ დერბიში “იბერიამ” დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე “დინამო” მიიღო და სამი უპასუხო გოლი გაუტანა.
მატჩის მე-17 წუთზე გიორგი კოხრეიძემ კარის მიმართულებით დაარტყა და ბურთს თავით მიმართულება შეიკნე სილამ შეუცვალა, რის შემდეგ, ანგარიში გაიხსნა – 1:0. 30-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა იური ტაბატაძემ მარჯვენა ფლანგიდან თითქმის კუთხურის ხაზიდან ჩააწოდა და “დინამოს” საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილმა შეიკნე სილმა თავით დუბლი შეასრულა. “იბერიამ” ფაქტობრივად საქმე პირველ ტაიმში მოამთავრა, როდესაც 39-ე წუთზე კოხრეიძემ პენალტი ზუსტად შეასრულა. კორღალიძის გაწვრთნილები 39 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე არიან, ხოლო ავსტრიელი ფერდინანდ ფელდჰოფერის ხელმძღვანელობით “დინამომ” 25 ქულა დააგროვა და მეშვიდეა.
ლაშა თაბაგარი