გოჩოლეიშვილის ფრე, ალთუნაშვილის მარცხი

0
24

დანიის სუპერლიგის მე-5 ტურში „კოპენჰაგენმა“, სადაც გიორგი გოცოლეიშვილი გამოდის „ვიბორგი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტოში არ იყო და თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო 76-ეზე გააფრთხილეს. „კოპენჰაგენი’ 11 ქულით 12 გუნდში მეორეა.
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-3 რაუნდში „ვოლფსბერგი“ გასვლაზე „ალტახთან“ 0:2 დამარცხდა. ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი სტუმრების რიგებში მოედანზე 57-ე წუტზე გამოჩნდა.
მტკ-მ უნგრეთის უმაღლეს დივიზიონში მიმდინარე სეზონში პირველად წააგო. ილია ბერიაშვილი გუნდი უშუალო კონკურენტს „პუშკაშ აკადემიას“ ეწვია და შეხვედრის ბედი 51-ე წუთზე მასპინძლების მიერ გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 85-ე წუთზე გააფრთხილეს.
ლაშა თაბაგარი